ბეჭდვა PDF

 

  ბაკურიანი- 2010

მედიკოსთაXXVIIსაერთაშორისოსკოლა-კონფერენცია

კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინა

(პრაქტიკოს ექიმთა დასახმარებლად)

თბილისი - ბაკურიანი

27 თებერვალი - 7 მარტი

2010 წ.

 

 

 

 

- საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაცია

 

 

- საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

- საქართველოს დიაბეტის და ენდოკრინოლოგიური ასოციაციის კავშირი

- საქართველოს პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაცია

- სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი

- ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი

- საქართველოს დერმატოლოგთა ასოციაცია

- სს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტი

- ასოციაცია “სეფსისი”

- ნაყოფის მედიცინის საერთაშორისო ფონდის საქართველოს ფილიალი

2010 წ. 27 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით ბაკურიანში ატარებს მედიკოსთა XXVII საერთაშორისო სკოლა-კონფერენციას “ბაკურიანი - 2010”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგობრივი სამედიცინო ასოციაციები, უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლები, ორგანიზაციები და დაწესებულებები. სკოლა-კონფერენციის პრეზიდენტი: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ალექსანდრე თელია

სკოლა-კონფერენციაზე ჩატარდება: ლექცია-სემინარები პრაქტიკოსი ექიმებისა და სტუდენტებისთვის, დარგობრივი სამეცნიერო კონფერენციები.

ყველა რეგისტრირებულ მონაწილეზე გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

სკოლა-კონფერენციაში მონაწილეობენ ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ ახალ სამედიცინო ტექნიკას, მედიკამენტებსა და სამედიცინო ლიტერატურას.

წარმოდგენილი მოხსენებები ძირითადად დაფუძნებული იქნება “მტკიცებითი მედიცინის” პრინციპებზე.

სკოლა-კონფერენციის დროული აკრედიტაციისათვის მომხსენებლებმა მოხსენებათა სათაურები აუცილებლად უნდა წარმოადგინონ საორგანიზაციო კომიტეტში არაუგვიანეს 2010 წლის 10 თებერვლისა.

მოხსენებათა სათაურები, ქვემოთ მოცემული ელექტრონული ფორმის საშუალებით შეგიძლიათ გამოგზავნოთ ფაქსით ან ელ.ფოსტაზე, მისამართზე ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

მოხსენებათა სარეგისტრაციო ფორმა 

სკოლა-კონფერენციის სესიების ჩატარება გათვალისწინებულია ბაკურიანის სასტუმრო “თბილისში”. მონაწილეთა განთავსება განხორციელდება ამ და ახლომდებარე კომფორტაბელურ სასტუმროებში სპეციალური ფასდაკლებით.

სასტუმროებში “თბილისი” და “პრემიერ პალასი” ერთი ადგილის ღირებულება

3-ჯერადი კვებით (შვედური მაგიდა) შეადგენს 60 ლარს (9 დღის ღირებულება 540 ლარი) - ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

კონფერენციის ყოველ მონაწილეზე ინდივიდუალურად გადახდის შემთხვევაში საწევრო-სარეგისტრაციო თანხა შეადგენს - 50 ლარს, ორგანიზაციის მიერ გადარიცხვის შემთხვევაში - 60 ლარს. საწევრო-სარეგისტრაციო შესატანის, საგზურის ღირებულების და მგზავრობის თანხის გადახდა - საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში შემდეგ რეკვიზიტებზე: რ/კ “საქართველოს პრენატალური მედიცინის და პერინატოლოგიის ასოციაცია”, კოდი - 202215673, სალარე ანგარიშის # 3608080716. გადახდილი თანხის ქვითრის დედანი აუცილებლად უნდა იქნას წარმოდგენილი წინასწარი რეგისტრაციის დროს.

წინასწარი რეგისტრაცია იწარმოებს 2010 წლის 20 თებერვლამდე საორგანიზაციო კომიტეტის სამდივნოში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას #26, ოთახი #29, (1300-დან 1700-მდე, შაბათ-კვირის გარდა). რეგისტრაციის შესახებ ცნობებისთვის მიმართეთ: 899 93 77 00 - ნინო ფულარია.

მსურველთათვის მგზავრობა ორგანიზებული იქნება სპეციალური კომფორტაბელური ავტობუსით. ერთი გზა - 20 ლარი.

საგზურის თანხა, საწევრო-სარეგისტრაციო შესატანი და ტრანსპორტის თანხა გადახდილი უნდა იყოს 20 თებერვლამდე (გადარიცხვის შემთხვევაში 16 თებერვლამდე).

საგზურის და მგზავრობის თანხის დაბრუნება იწარმოებს 20 თებერვლამდე.

პუბლიკაციის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სტანდარტულ ფორმატში საჟურნალო სტატია ან თეზისები არაუგვიანეს 2010 წლის 1 მარტისა, ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე (ინგლისური რეზიუმეთი), რომლებიც გამოქვეყნებული იქნება ჟურნალში “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. ერთი გვერდის ღირებულება - 20 ლარი (ტელ. 899 57 45 22 - პროფ. ბორის კორსანტია).

სკოლა-კონფერენციის დროს ჩატარდება გასართობ-კულტურული ღონისძიებები.

სკოლა-კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული.

სკოლა-კონფერენციის პრელიმინარული თემატიკა:

28 თებერვალი (12:00-15:00 სთ.) - სს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტის, საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციისა და ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის XXIII კონფერენცია: 75 წელი დარგის სამსახურში

1 მარტი - პირველი ქართულ-ბელორუსიული სამეცნიერო-პრაქტიკული სიმპოზიუმი: ნაყოფის მდგომარეობის დიაგნოსტიკის თანამედროვე ტექნოლოგიები - ულტრასონოგრაფია, დოპლეროგრაფია

2 მარტი - სასწავლოსამეცნიერო სემინარი: შინაგანი მედიცინის აქტუალური საკითხები

3 მარტი - კომპანია “ირმა მახათაძე, ნინო მემანიშვილი და რეალ მედიატორ ქონსალტინგი”-ს სემინარი: უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაცია (სტანდარტებიდა ინდიკატორები) და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები

3 მარტი - ეპილეფსიის კონტროლის და პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი და ეპილეფსიის საერთაშორისო ბიუროს საქართველოს განყოფილება: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროექტი - ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში

4 მარტი - VI ქართულ_უკრაინული სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი: დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის თანამედროვე პრობლემები

5-6 მარტი - საქართველოს დიაბეტის და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირისა და საქართველოს დიაბეტის ცენტრის საერთაშორისო სემინარი: სოლიდარობით ჩვენ შევცვლით დიაბეტის რეალობას - ძალა ერთობაშია!

6 მარტი - ი. ჟორდანიას ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის, საქართველოს რეპროდუქტოლოგთა ასოციაციისა და საქართველოს გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაციის ერთობლივი სემინარი: დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის და ადამიანის რეპროდუქციის საკითხები

7 მარტი - სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი: ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების სამედიცინო და ბიოლოგიური მიმართულებები

სკოლა-კონფერენციასთან თანამშრომლობის მსურველი ფირმებისთვის დამატებითი ინფორმაცია მოცემულია ფირმებისთვის განკუთვნილ წერილში.

საინფორმაციო წერილი ფირმებისთვის 

დამატებითი ცნობებისთვის მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს:

1. ალექსანდრე პაპიტაშვილი - საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე - 899 55 43 51

2. პროფ. გურამ დავითაია - სკოლა-კონფერენციის გენერალური დირექტორი - 899 92 37 22

3. პროფ. ბორის კორსანტია - დირექტორი სამეცნიერო საკითხებსა და პუბლიკაციებში - 899 57 45 22

4. სულიკო კუპრაძე - ტრანსპორტი და მგზავრობის ორგანიზაცია - 877 42 11 14

5. გია თვალთვაძე - ადგილზე მონაწილეთა განთავსების საკითხები - 899 90 41 99

6. ნანა გვეტაძე - მთავარი ადმინისტრატორი - 877 44 55 78;

7. ნანა თვალავაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობა და საპროგრამო საკითხები - 899 22 22 03

8. სოსო დონღუზაშვილი - საინფორმაციო-ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი - 855 20 60 60

9. ნინო ფულარია - სამდივნოს ხელმძღვანელი - 899 93 77 00

10. ქეთი ბახტაძე - კულტურული პროგრამების ხელმძღვანელი - 899 51 78 77

 

საინფორმაციო ბუკლეტი 

სკოლა-კონფერენციის პროგრამა 

აირჩიეთ ენა

Georgian (Georgia)Russian (CIS)English (United Kingdom)
Facebook
ფირნიშები