ბელეკი 2013
მედიკოსთა მე–8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და
2013 წლის 19-29 სექტემბერი
თურქეთი, ბელეკი
Hotel Cristal Family Resort &SPA 5 *
Ultimate All Inclusive
ღრმად პატივცემულო კოლეგებო,
რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგობრივი სამედიცინო ასოციაციები, უმაღლესი სამდეიცინო სასწავლებელები, ორგანიზაციები და დაწესებულებები.
საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე:
მედ. მეცნ. დოქტორი ალექსანდრე პაპიტაშვილი
საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის
დეპარტამენტის ხელმძღვანელი
გენერალური დირექტორი:
მედ. მეცნ. დოქტორი გიორგი თვალთვაძე
საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის
დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი
კონფერენციის და ტრენინგების თემატიკა:
|
|
ყველა რეგისტრირებული მონაწილე მიიღებს შესაბამის საერთაშორისო სერტიფიკატს.
მოხსენებების მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტში სათაურები უნდა წარადგინონ არა უგვიანეს 2013 წლის 01 სექტემბრისა.
წარმოდგენილი მოხსენებები, ძირითადად, დაფუძნებული იქნება “მტკიცებითი მედიცინის” პრინციპებზე.
კონფერენციის სხდომები და ტრენინგები ჩატარდება უმაღლესი კლასის 5* სასტუმროში Hotel Cristal Family Resort & SPA 5 * (Ultimate All Inclusive),რომელიც მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ანტალიის რეგიონში საკურორტო ქალაქ ბელეკში (ანტალიის აეროპორტიდან 40 კმ-ში).
სასტუმრო საქვს: 4 რესტორანი, ერთი ძირითადი 600 ადგილზე და 3A la Carte რესტორანი, მათ შორის: იტალიური, მექსიკური და თურქული, 5 ბარი, 3 კაფე, საბანკეტო დარბაზი, საკონდიტრო. ასევე აქვს საკუთარი 150 მ-ნი ქვიშის პლაჟი სასტუმროს წინ (50 მ) და საცურაო აუზი (2 დიდი ღია - აკვაპარკით 1300 კვ.მ), ერთი დახურული, ერთი ბავშვებისთვის, ორი საკონფერენციო დარბაზი.
ყველა ოთახში ( 26m²-დან და დიდი ფანჯრებით) არის: ტელეფონი, ცენტრალური გათბობა და კონდიციონერი, სატელიტური ტელევიზია და მუსიკალური არხები, მინიბარი, სეიფი, ნოუთბუკის სეიფი, უკაბელო ინტერნეტი, აბაზანა, შხაპი, ფენი, პრესს-უთო, აივანი .
სასტუმროს ღირებულებაში შედის (Ultimate All Inclusive ე.ი. უფასოა): ოთხჯერადი კვება - შვედური მაგიდა, ადგილობრივი და იმპორტული წარმოების უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელები, A la Carte რესტორანი ერთხელ კვირაში, უკაბელო ინტერნეტი, სეიფი ნომრებში, ყველა აუზი, ანიმაცია, დისკოთეკა, ცოცხალი მუსიკა, გასართობი პროგრამები, SPA-ცენტრი, სპორტის წყლის სახეობები ძრავის გარეშე, ჩოგბურთის მოედანი, მაგიდის ჩოგბურთი, კალათბურთი, დარტსი, პლაჟის ფრენბურთი, წყალბურთი, აერობიკა, სტრეთჩინგი, კანოე, წყლის ველოსიპედი, სერფინგი, ბოჩა, საუნა, თურქული აბანო, ორთქლის აბანო, ჯაკუზი, შეზლონგები და ლეიბები პლაჟზე და აუზთან, პლაჟზე და აუზთან ქოლგები და პირსახოცები.
ფასიანია: ჩოგბურთის მოედნის განათება, ძრავიანი სპორტის წყლის სახეობები, ბილიარდი, ბოულინგი, სათამაშო ავტომატები, მასაჟი (7 სახეობა), ექიმის დახმარება, ქიმწმენდა, სამრეცხაო, საპარიკმახერო, სავაჭრო ცენტრი.
ამ სასტუმროს ნომრების 100% ზღვაზე ხედითაა.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ სრული პაკეტი: (ორ და სამადგილიან ოთახებში დამატებით 11 წლამდე ბავშვებისთვის სასტუმროში ცხოვრება და კვება უფასოა):
გაფრენა 19 სექტემბერს 06 სთ 40 წთ თურქული ავიახაზების კომპანიის რეისით თბილისი-ანტალიის მიმართულებით სტამბულის გავლით, ჩასვლა ანტალიაში 19 სექტემბერს 11 სთ 35 წთ ადგილობრივი დროით,
უკან დაბრუნება 29 სექტემბერს 23 სთ და 05 წთ ანტალია-თბილისის მიმართულებით სტამბულის გავლით, ჩასვლა თბილისში 30 სექტემბერს 03 სთ 50 წთ.
ავიაბილეთი უნდა იყოს შეკვეთილი 15 აგვისტომდე და გამოსყიდული ერთ კვირაში. ამ პირობის შეუსრულობის შემთხვევაშ ბილეთის ფასი გაიზრდება ავიაკომპანიის წესების შესაბამისად.,
ანგარიშსწორება უნდა შედგეს მხოლოდ და მხოლოდ ლარში საქართველოს ბანკის შესყიდვის კომერციული კურსის მიხედვით.
სრული პაკეტის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს 2013 წლის 18 აგვისტომდე (გადარიცხვის შემთხვევაში 2013 წლის 17 აგვისტომდე) საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში შემდეგ რეკვიზიტებზე:
ბანკი – „საქართველოს ბანკი“ – BAGAGE22,
სალარე ანგარიშის N GE26BG0000000344342000
მიმღები – რ/კ“ საქართველოს პრენატალური მედიცინის და
პერინატოლოგიის ასოციაცია”, ს/კ – 202215673
ანგარიშსწორების ვადების დაუცველობის შემთხვევაში პაკეტის ღირებულება განხილული იქნება ინდივიდუალური პაკეტის შესაბამისად.
გადახდილი თანხის ქვითარის დედანი წარდგენილი უნდა იქნას წინასწარი რეგისტრაციის დროს 2013 წლის 16 აგვისტომდე საორგანიზაციო კომიტეტში, შემდეგ მისამართზე:
თბილისი, რუსთაველის გამზ. 48, MTVi, (ტელ. ცნობისთვის- 599 55 43 51)
ელ. ფოსტა- ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
საორგანიზაციო კომიტეტი
Hotel Cristal Family Resort &SPA 5 *
Ultimate All Inclusive
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |